მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც რუსულ ვაქცინას გამოიყენებს

600ab13509a23
ნათია თაქთაქიშვილი
22.01.21 23:44
993
უნგრეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსული ვაქცინა Sputnik V-ის გამოყენების ავტორიზაცია გასცა და ქვეყანა აღნიშნულ ვაქცინას შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, უნგრეთის ჯანდაცვის ორგანოები აცხადებენ, რომ პრეპარატმა საიმედო შედეგები აჩვენა. თუმცა, ქვეყანა ასევე მოლაპარაკებებს მართავს ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები დასრულდება, უნგრეთი ჩინეთისგან Sinopharm-ის ვაქცინის 1 მილიონ დოზას მიიღებს დაუყოვნებელი გამოყენებისათვის.

გამოცემა წერს, რომ Sinopharm-ის ვაქცინას უკვე იყენებს უნგრეთის მეზობელი ქვეყანა სერბეთი.

რაც შეეხება რუსულ ვაქცინა Sputnik V-ს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანას ვაქცინის დოზები სამ ნაკადად მიეწოდება, რომელთა რაოდენობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უნგრეთში ვირუსით 355 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსმა 11 ათასზე მეტი პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები