მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს

საქართველო და უნგრეთი

უნგრეთის მთავრობამ საქართველოს, ფილიპინებისა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა. არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ქვეყანაში უცხოური მუშახელის შემოდინების დარეგულირებას ისახავს. Reuters-ის ცნობით, ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა ის დადგენილება, რომელიც დასაქმების სააგენტოებს დასახელებული ქვეყნებიდან მუშახელის გამარტივებული პროცედურით ჩამოყვანის უფლებას აძლევდა. საყურადღებო ფაქტია ის, რომ უნგრეთში უკვე მყოფ მიგრანტებს სამუშაო ნებართვის გახანგრძლივების მოთხოვნა კვლავ შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი და მისი პარტია "ტიზა" ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მუშახელის მიღების ივნისიდან შეწყვეტას რამდენიმე დღით ადრე აანონსებდნენ. ოფიციალური პირების განმარტებით, მიგრანტების დასაქმება ადგილობრივი მოსახლეობის შრომის ანაზღაურების შემცირებას იწვევს.

მმართველი გუნდი მიმდინარე რეფორმებს დაგეგმილი გრძელვადიანი სტრატეგიის პირველ ნაბიჯად მიიჩნევს, თუმცა უნგრეთის მსხვილი უცხოელი ინვესტორები შიშობენ, რომ მუშახელის შემოდინების სრული ბლოკირება ადგილობრივ საწარმოებსა და მთლიანად ეკონომიკას დიდ ზიანს მიაყენებს.

ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით უცხოელი თანამშრომლები უნგრეთის სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ, თუმცა ისინი დიდ ადგილს იკავებენ წარმოებისა და მომსახურების სექტორებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები