მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთი მინიმალურ ხელფასს 11%-ით გაზრდის

საელჩო
BM. GE
04.12.25 23:41
229

უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მინიმალური ხელფასის ზღვარს 11%-ით გაზრდიან. გადაწყვეტილების მიღებას წინ პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოთხოვნა უძღოდა. საგულისხმოა, რომ ზღვარი ეკონომიკური გამოწვევებისდა მიუხედავად, მაინც გაიზარდა.

მინიმალური თვიური ხელფასი ჯამში 350,000 ფორინტი გახდება, რაც 2,887 ქართული ლარია. გადაწყვეტილების მიზანი პოპულარობის მოპოვება და დაბალი შემოსავლის მქონე პირებისთვის შემოსავლის გაზრდაა. ამასთან, მისი მიღება პროფესიული კავშირების მოთხოვნის შემდეგ მოხდა, რომელთა მხარდაჭერაც ვიქტორ ორბანის მმართველი პარტიისათვის კრიტიკული მნიშვნელობისაა. შეგახსენებთ, რომ მომდევნო წელს უნგრეთში ადგილობრივი არჩევნები არის ჩანიშნული. საგულისხმოა, რომ გაზრდილი სახელფასო რეფორმა მაინც არ აკმაყოფილებს პროფესიული კავშირების მოთხოვნებს, რომელთათვისაც სასურველი ზრდა 15%-ს შეადგენდა.

ხელფასის გაზრდა უნგრეთის ეკონომიკისთვის მძიმე დროს ხდება, იგი ამჟამად სტაგნაციას განიცდის. ქვეყნის ეროვნული ბანკი კი კვლავ ინფლაციის რისკების შემცირებას ისახავს მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მომდევნო წელს მშპ-ს 3.5% ზრდას ელოდება, ექსპერტები შიშობენ, რომ სავალდებულო სახელფასო მოთხოვნა შეაფერხებს ბიზნესებს, შეამცირებს ინვესტიციებსა და დასაქმებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები