მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთის ახალი მთავრობა EU-სთვის წარსადგენ თავდაცვის €16-მილიარდიან გეგმას გადახედავს

magyar

Euronews-ის ინფორმაციით, პეტერ მადიარის ახალი მთავრობა, კორუფციული რისკების მოტივით, უნგრეთის გადაიარაღებისთვის იაფი, ევროპული დაფინანსების მისაღებად, ეროვნულ თავდაცვის გეგმას გადახედავს, რომელიც ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს შემუშავდა.

მედიის ცნობით, ევროკომისია დათანხმდა მადიარის თხოვნას, შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე, დოკუმენტი შეისწავლოს და შეაფასოს.

დაბალპროცენტიანი სესხების სქემა ბრიუსელმა გასულ წელს აამოქმედა, რათა რუსეთიდან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ ბლოკის მასშტაბით თავდაცვის ინდუსტრია და სამხედრო მზადყოფნა გაძლიერებულიყო. SAFE (Security Action for Europe - უსაფრთხოების ქმედება ევროპისთვის) 19 წევრ სახელმწიფოზე 150 მილიარდ ევროს გადაანაწილებს.

უნგრეთმა თავისი 16.2 მილიარდი ევროს ღირებულების გეგმა, რომელიც თავდაცვისა და ორმაგი დანიშნულების პროექტებს მოიცავდა, გასული წლის დეკემბერში წარადგინა. ვინაიდან კომისიას დოკუმენტი ჯერ არ დაუმტკიცებია, მადიარის მომავალი მთავრობის ექსპერტები მას დეტალურად სწავლობენ და შესაძლოა, ცვლილებებიც მოითხოვონ.

"ჩვენ კრიტიკულად განვიხილავთ წინა მთავრობის მიერ წარდგენილ სიას და გადაწყვეტილებებს რეალურ საჭიროებებსა და კორუფციული რისკების შეფასებაზე დაყრდნობით მივიღებთ", - განუცხადა Euronews-ს "ტისზას" (Tisza) პარტიის წყარომ ანონიმურობის პირობით.

ნაგულისხმევი კორუფციული რისკები სავარაუდოდ უკავშირდება უნგრულ ინდუსტრიულ ინტერესებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ვიქტორ ორბანის ყოფილ მთავრობასთან.

კომისიისთვის წარდგენილი ეროვნული გეგმები, მათი სენსიტიური ბუნებიდან გამომდინარე, კონფიდენციალურად განიხილება. კომისიამ დაადასტურა, რომ ამ საკითხზე უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან უკვე თანამშრომლობს.

უნგრეთის მოთხოვნილი 16.2 მილიარდი ევრო, სხვა ქვეყნებს შორის, სამ ყველაზე დიდ მოთხოვნას შორის იყო. ის მხოლოდ პოლონეთსა და რუმინეთს ჩამოუვარდებოდა და საფრანგეთისთვის გამოყოფილ თანხასაც (პარიზი 15.1 მილიარდ ევროს ითხოვდა) აჭარბებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები