მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთის დიპკორპუსი პოლონეთის EU-ს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ცერემონიაზე დაპატიჟებული არ არის

orbani

პოლონეთის გადაწყვეტილებით, უნგრეთის ელჩი დაპატიჟებული არ არის ცერემონიალზე, რომელიც პოლონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გახდომის აღსანიშნავად დღეს, 3 იანვარს იმართება. როგორც უცხოურ მედიაში წერენ, მიზეზი უნგრეთის მიერ პოლონეთის ყოფილი მინისტრის იმ მოადგილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაა, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება ბიუჯეტის გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს.

პოლონეთის ევროპული ურთიერთობების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ცერემონიაზე არც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია მიწვეული.

დეკემბერში, როდესაც უნგრეთმა მარსინ რომანოვსკის თავშესაფარი მისცა, ვარშავას ხისტი რეაქცია ჰქონდა. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ივლისში დააკავეს და რამდენიმე თვეში გამოუშვეს, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული ასამბლეა პოლიტიკოსს იმუნიტეტს ანიჭებდა. თავად რომანოვსკი კი ბრალს არ აღიარებს.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად პოლონეთის დანიშვნის აღსანიშნავი ცერემონია დღეს, ვარშავის მთავარ თეატრში გაიმართება. ინაუგურაციაზე სიტყვით პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა გამოვლენ. პოლონეთი საპრეზიდენტო ტიტულს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინარჩუნებს, შემდეგ კი, როტაციის პრინციპით ის დანიას გადაეცემა. 2024 წლის მეორე ნახევარში თავმჯდომარე ქვეყანა უნგერთი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები