მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთის მომავალი პრემიერი უკრაინისთვის განკუთვნილ €90-მილიარდიან დახმარებას არ დაბლოკავს

პეტერ მადიარი

უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის განკუთვნილ €90-მილიარდიან ($105 მლრდ.) სასესხო პაკეტს არ დაბლოკავს. აღნიშნულის შესახებ პეტერ მადიარმა ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დააზუსტა ისიც, რომ ქვეყანა დაფინანსების მექანიზმში მონაწილეობას არ მიიღებს.

მომავალი პრემიერის განმარტებით, ქვეყანა მძიმე ფინანსურ კრიზისშია, ამიტომ ბუდაპეშტი დამატებითი სესხების აღებას ვერ შეძლებს. არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერის თქმით, ახლა მთავარი პრიორიტეტი კუთვნილი ევროპული ფონდების დაბრუნებაა.

პარალელურად, მადიარმა უპასუხა კითხვას რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით. მისი თქმით, უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის შენარჩუნებას აპირებს. როგორც მადიარი აცხადებს, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების სწრაფად შემცირება შეუძლებელია, რის გამოც კომუნიკაცია პრაგმატულ დონეზე გაგრძელდება. მიუხედავად ამისა, მომავალი ლიდერი ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დაახლოებას გამორიცხავს, ის აცხადებს, რომ მოსკოვთან ნეიტრალური ურთიერთობები შენარჩუნდება.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართა. ადგილობრივი ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ძალაუფლება ოპოზიციონერმა ლიდერმა, პეტერ მადიარმა მოიპოვა. აღნიშნულმა ცვლილებამ ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა და ქვეყნის საგარეო კურსის კორექტირების შესაძლებლობა გააჩინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები