მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთმა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული €200-მილიონიანი ჯარიმა არ გადაიხადა

ორბანი

უნგრეთმა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული €200-მილიონიანი ჯარიმა მიცემულ დროში არ გადაიხადა, რის გამოც ბრიუსელმა მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაუგზავნა.

ჯარიმის გადასახდელად ბოლო ვადა 17 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური ბუდაპეშტი დაკისრებულ ფინანსურ ვალდებულებას ვადის ფარგლებში არ დაფარავს, ევროპულ კომისიას უფლება ექნება “კომპენსაციის პროცედურა” წამოიწყოს და €200 მილიონი ევროკავშირის ბიუჯეტიდან, უნგრეთისთვის გამოყოფილი თანხიდან გამოიყოფა, რომლის ნაწილიც უნგრეთისთვის ისედაც გაყინულია კანონის უზენაესობის დაცემის საბაბით.

ივნისში გამოტანილი განჩინების თანახმად, ევროპულმა სასამართლომ უნგრეთი ევროკავშირის წესების უპრეცედენტო და განსაკუთრებულად სერიოზული დარღვევისთვის გაასამართლა: უნგრეთს ბრალი ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნის შეზღუდვაში ედება.

სასამართლო დავა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც ევროპული სასამართლო აცხადებდა, რომ პრემიერ-მინისტრ ორბანის მმართველობისას, უნგრეთს შეზღუდული ჰქონდა წვდომა თავშესაფრის მოთხოვნისთვის საჭირო პროცედურებზე, რითაც საერთაშორისო დაცვის მსურველებისთვის აპლიკაციების შევსება “პრაქტიკულად შეუძლებელი” გახდა. უნგრული მხარე თავშესაფრის მაძიებლებს “სატრანზიტო ზონებში” უკანონოდ, სადამსჯელო პირობებში ტოვებდა და მათ უფლებებს ზღუდავდა.

სისტემური მიდგომა უნგრულ პოლიციასაც ითვალისწინებდა, რომელიც, ევროპული სასამართლოს განცხადებით, მესამე მსოფლიოს ქვეყნების მოქალაქეებს ძალის გამოყენებით ატოვებინებდნენ ქვეყნებს.

თავის მხრივ, ბუდაპეშტი ბრალდებას აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ევროკავშირის ქვეყნებზე მიგრაციის წნეხი მსგავს პოლიტიკას ამართლებდა.

2020 წლის ვერდიქტის უგულებელყოფის გამო, ევროპულმა სასამართლომ უნგრეთს €200 მილიონის გადახდა დააკისრა. პლუს, თითოეულ გადაცილებულ დღეზე ბუდაპეშტს €1-მილიონიანი საურავი ერიცხება. ამასთან, უნგრეთს ვადა 31 სექტემბრამდე აქვს იმისთვის, რომ წარმოადგინოს, თუ რა ზომები მიიღო თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების გამარტივებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები