უნგრეთის ხელისუფლებამ ციფრული აქტივებით ვაჭრობის დეკრიმინალიზაცია გამოაცხადა და ქვეყანაში კრიპტოვალუტებზე არსებული მკაცრი შეზღუდვები გააუქმა. როგორც ირკვევა, ახალი გადაწყვეტილებით იშლება ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ლიცენზიის გარეშე განხორციელებული კრიპტოტრანზაქციებისთვის სერვისის პროვაიდერებს 8 წლამდე, ხოლო ინდივიდუალურ მომხმარებლებს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას უსაზღვრავდა.
რსებული ინფორმაციით, უნგრეთის მთავრობამ პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც ევროკავშირმა ქვეყნის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. ევროპული სტრუქტურების განმარტებით, უნგრეთის ეროვნული რეგულაციები წინააღმდეგობაში მოდიოდა ევროპულ MiCA-სთან, რომელიც ციფრული აქტივების ბრიუსელის ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოს წარმოადგენს.
ცნობისთვის, აღნიშნული მკაცრი მიდგომის გამო, ისეთმა მსხვილმა პლატფორმებმა, როგორიც Revolut-ია, უნგრეთში ოპერირება სრულად შეაჩერეს, რამაც სექტორში სავაჭრო მოცულობების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. სამთავრობო სპიკერმა, ანიტა კობოლმა დაადასტურა, რომ პოლიტიკის ცვლილება პირდაპირ არის დაკავშირებული ევროკავშირის მიერ დაწყებულ სამართლებრივ დავასთან.




























