მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნგრეთმა საწვავის ფასზე ზედა ზღვარი დააწესა

mol

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა საწვავის ფასებზე დროებით ზედა ზღვარს აწესებს, რათა მოსახლეობა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისისგან დაიცვას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბენზინისა და დიზელის ფასი ფიქსირებულ ნიშნულზე შენარჩუნდება, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეიცვლება ნავთობის ღირებულება გლობალურ ბაზარზე.

ორბანის განმარტებით, ეს ნაბიჯი აუცილებელია ინფლაციის შესაკავებლად და ქვეყნის მოსახლეობის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რადგან საწვავის გაძვირება პირდაპირ აისახება ყველა ტიპის პროდუქტისა და სერვისის ღირებულებაზე.

მთავრობის განკარგულებით, ლიტრი ბენზინის მაქსიმალური ფასი 1.75 დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით, ხოლო დიზელის ფასი $1.81-ით განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება გუშინ მიიღო სამხრეთ კორეის მთავრობამაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები