მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნისონში, ეროვნული ბანკის ყველა ნაბიჯი ადეკვატური და სწორი იყო - ლევან სურგულაძე

ლევან სურგულაძე

ფინანსისტი ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება დროული და სწორი გადაწყვეტილება იყო. ასე შეაფასა მან BMG-სთან სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლითაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25-დან 8%-მდე შემცირდა.

“ვფიქრობ, რომ შემცირება იყო დროული. რადგან 8.25% მაღალი იყო იმ სიტუაციაში, მით უმეტეს, იმ დინამიკის გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში გვაქვს. ეკონომიკური ფუნდამენტალებიც კარგ მდგომარეობაშია, ინფლაცია სამიზნეზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ ფული გავაიაფოთ, რატომაც არა“, - თქვა სურგულაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, სებ-ის გადაწყვეტილება ხელისუფლების იმ ნარატივის გაგრძელება იყოს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ძალიან კარგ მდგომარეობაშია, ფინანსისტი პასუხობს: „არ მგონია. აქ ინფლაციურ წნეხზეა საუბარი. ჩვენ გვქონდა კარგი ეკონომიკური მდგომარეობა და ინფლაცია არის სამიზნეზე ნაკლები. ძალიან დაბალი ინფლაციაც ცუდია. შესაბამისად, მცირედით შეამცირეს და ფრთხილი ნაბიჯებით მიდიან. ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომაა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის აჟიოტაჟურ ქცევას, ეს იყო დაკავშირებული მიმდინარე მოვლენებთან, ფუნდამენტური ფაქტორები კურსის ვარდნას არ იწვევდა. გააკეთეს ინტერვენცია, რაც ასევე სწორი იყო, სწორ დროს გაკეთებული. ლარმა გამყარება დაიწყო, შესაბამისად, დასტაბილურდა ვითარება“.

ჯამში, ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ უნისონში, ეროვნული ბანკის ყველა ნაბიჯი ადეკვატური და სწორი იყო.

„ეროვნული ბანკი ფრთხილად, თუმცა შემცირებისკენ აპირებს წასვლას და ეს სწორია. ინფლაცია არის დაბალი, ფული ძვირდება მაშინ, როცა ინფლაციური წნეხი მაღალია და მივდივართ ზემოთ, მაშინ კი ბატონო, ზრდიან და როცა ინფლაცია მიდის ქვემოთ, ეს არის ძვირი ფული და აღარ გვჭირდება მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. აქედან ნელ-ნელა გამოსვლა უნდა დავიწყოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები