მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

United Payment-ი თურქეთის ბიზნეს ასოციაცია GURTIAD-ის წევრი გახდა

63a409710af97
BM.GE
22.12.22 11:36
530
უმსხვილესი თურქული FaaS (Fintech as a Service) კომპანია საქართველოში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა.

United Payment-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილკერ სოზდინლერმა, რეგიონალურმა დირექტორმა, მარია რეიხლინამ და საქართველოს წარმომადგენლობის გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჭედიამ, ოფიციალური შეხვედრები გამართეს.

თურქეთის ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე, United Payment-ის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დააფიქსირა საქართველოში ინვესტირების მზადყოფნა, რაც მსოფლიოში მოთხოვნადი ფინანსური სერვისებისა და მომსახურებების დანერგვას, ქართული ბიზნეს სექტორისთვის თანამედროვე ფინტექ სერვისებზე წვდომას, ტრანზაქციების გამარტივებას, ოპერაციების სანდოობასა და დაცულობას გულისხმობს.

თურქეთის ბიზნეს ასოციაცია GURTIAD-ის პრეზიდენტ, ოსმან თურანთან შეხვედრისას United Payment-ის ხელმძღვანელებმა კომპანიის სტრატეგიასა და გაფართოებაზე, თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.

თურქეთის ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ისეთი უმსხვილესი FaaS (Fintech as a Service) კომპანიის შემოსვლას საქართველოს ბაზარზე, როგორიც United Payment-ია. United Payment-ის ჯგუფის დამფუძნებელთა სტრუქტურაში, საერთაშორისო უმაღლესი რეპუტაციის და სანდოობის ინსტიტუტებია გაერთიანებული, მათ შორის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და სხვა, რაც კომპანიის სტაბილურობისა და სანდოობის გარანტიაა.
GURTIAD-ის პრეზიდენტ, ოსმან თურანთან შეხვედრისას მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება United Payment-ის ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ, რაც მომავალში ერთობლივი პროექტების განხორცილებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.


R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები