მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნივერსალური სადაზღვევო პაკეტი - ვინ უნდა განსაზღვროს სტანდარტები?

BM.GE
22.02.23 16:31
226
„საკანონმდებლო დონეზეა განსასაზღვრი, დაზღვევის სტანდარტული პაკეტი მინიმუმ რას უნდა ფარავდეს“,- ამ საკითხზე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ. ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ დაზღვეულებს რაც არ უნდა კარგი სადაზღვევო პოლისი ჰქონდეთ, არცერთს არ აქვს ნორმალური პირველადი ჯანდაცვა. "უნდა არსებობდეს სტანდარტული პაკეტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ მინიმუმ ეს მომსახურება უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი პაკეტი არ უნდა გაიყიდოს ბაზარზე", - მიიჩნევს აკაკი ზოიძე. მინიმალური პაკეტის განსაზღვრის საჭიროებას ხედავს სადაზღვევო ასოციაციაც. მისი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ონკოლოგიური დაავადებები იმის მაგალითია, თუ რატომაა აუცილებელი მინიმალური, უნივერსალური პაკეტის შექმნა. ვინ უნდა განსაზღვროს მინიმალური პაკეტის სტანდარტები?

სტუმარი: დევი ხეჩინაშვილი - "სადაზღვევო ასოციაციის" ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები