წარმატებული სტარტაპის დასაწყებად ახალგაზრდა ანტერპრენიორს მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს და მათ შორის უთუოდ ხვდება სწორი უნივერსიტეტის შერჩევაც. განათლების მაღალი დონე, ძლიერი რეპუტაცია და გავლენიანი კონტაქტები - ის უპირატესობებია, რომელთა მოცემაც უნივერსიტეტს შეუძლია.
სწორედ ამიტომ, გამოცემა PitchBook ყოველწლიურად იმ უნივერსიტეტების რეიტინგს აქვეყნებს, რომელთა კურსდამთავრებულები, საბაკალვრო თუ სამაგისტრო/სადოქტორო მიმართულებით, ყველაზე მეტ სტარტაპს აფუძნებენ. რეიტინგი სტარტაპების მიერ ბოლო ათწლეულში მოზიდული ვენჩურული კაპიტალის მიხედვით დგება.
შესაბამისად, რეიტინგში იმ კომპანიათა დამფუძნებლების მიხედვით დგება, რომლებმაც ვენჩურული დაფინანსება 2013 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 აგვისტოს შუალედში მოიპოვეს.
TOP 10 უნივერსიტეტი, რომლის ბაკალავრებიც ყველაზე მეტ სტარტაპს აფუძნებენ:
- კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი - 1811
- სტენფორდის უნივერსიტეტი - 1547
- ჰარვარდის უნივერსიტეტი - 1352
- პენსილვანიის უნივერსიტეტი - 1197
- მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (MIT) - 1175
- კორნელის უნივერსიტეტი - 933
- თელ-ავივის უნივერსიტეტი - 893
- მიჩიგანის უნივერსიტეტი - 860
- ტეხასის უნივერსიტეტი - 842
- ილინოისის უნივერსიტეტი - 739
რაც შეეხება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულებს, მათი რეიტინგი ასე ნაწილდება:
- სტენფორდის უნივერსიტეტი - 4214
- ჰარვარდის უნივერსიტეტი - 3716
- მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (MIT) - 2834
- კოლუმბიის უნივერსიტეტი - 1885
- კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი - 1804
- პენსილვანიის უნივერსიტეტი - 1740
- კემბრიჯის უნივერსიტეტი - 1391
- ოქსფორდის უნივერსიტეტი - 1307
- ნორსვესტერნ უნივერსიტეტი - 1286
- ნიუ-იორკის უნივერსიტეტი - 1603
აღსანიშნავია, რეიტინგების სათავეში მოხვედრილი ორივე უნივერსიტეტი - ბერკლი და სტენფორდი - სან-ფრანცისკოშია დაფუძნებული, რომელიც PitchBook-ის მიერ სტარტაპის დასაწყებად საუკეთესო ქალაქადაა დასახელებული. თავის მხრივ, სტენფორდის ალუმნია OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ოლტმენიც, რომელმაც სწავლა მიატოვა. იგივე უნივერსიტეტი დაამთავრა Robinhood-ის თანადამფუძნებელმა ვლადიმირ ტენევმა. ბერკლის კურსდამთავრებულებს შორის კი DoorDash-ის დამფუძნებელი და CEO - ტონი შუ - და Flexport-ის დამფუძნებელი და CEO რაიან პეტერსენი ხვდებიან.