მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნივერსიტეტებში ქართული ენის სავალდებულო კურსი აფხაზური ენის სწავლებასაც ითვალისწინებს - სამინისტრო

აფხაზური ენა

უნივერსიტეტებში, ბაკალავრიატის საფეხურზე, სტუდენტებისთვის სავალდებულო ქართული ენის სპეციალური კურსი აფხაზური ენის სწავლებასაც ითვალისწინებს - ამის შესახებ ცნობილი 30 ივლისს, განათლების სამინისტროში ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხებზე სპეციალურად შექმნილი კომისიის დასკვნითი სხდომის შემდეგ გახდა.

როგორც "ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესი ითვალისწინებს არა მხოლოდ ქართულ, არამედ აფხაზური ენის სწავლებასაც და უნივერსიტეტებს ეძლევათ არჩევანის თავისუფლება, თავად განსაზღვრონ ამ კურსის გავლის სემესტრი – სწავლება 2025-2026 სასწავლო წლის პირველივე სემესტრში დაიწყონ ან მათთვის სასურველი სემესტრი შეარჩიონ.

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტებისთვის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის ქართული ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო გახდა, პარლამენტმა 10 ივნისს დაამტკიცა. ამის შემდეგ, ახალი მინისტრის, გივი მიქანაძის ინიციატივით, დარგის ექსპერტებისგან შემდგარი კომისია შეიქმნა, რომელიც მიზნად სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესის შემუშავებას ისახავდა.

სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი შემდეგ ეტაპზე რექტორთა საბჭოს წარედგინება და უნივერსიტეტების მოსაზრებების გათვალისწინებით, გადამუშავებული სახით დამტკიცდება.

უნივერსიტეტებში, ბაკალავრიატზე ქართული ენის სავალდებულო სწავლება წელს შესაბამისი ფორმატით დაიწყება - სამინისტრო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები