მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნივერსიტეტებში საქართველოს მოქალაქეების ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვის ახალი წესი დამტკიცდა

სტუდენტი

განათლების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მოქალაქეების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის ახალი წესი დამტკიცდა.

12 ნოემბრის ბრძანებით, მანამდე მოქმედი 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის დოკუმენტი ეხებოდა როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხოელებს, თუმცა 2026 წლის სექტემბერში უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკითხი ცალკე მთავრობის №437 დადგენილებით მოწესრიგდა, მინისტრის №154/ნ ბრძანებით კი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი დარეგულირდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია:

ა) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული).

საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული);

გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები