მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოცდებზე ზღვრის ვერგადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკასა და ბიოლოგიაშია | NAEC-ის სტატისტიკა

ეროვნული გამოცდები აბიტურიენტები

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვრის ვერ გადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკაშია - 31.69%, შემდეგ მოდის ბიოლოგია - 31.42% და ზოგადი უნარები აზერბაიჯანულ ენაზე - 31.2%.

შესაბამისი სტატისტიკა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ ყველაზე დაბალი ვერგადალახვის მაჩვენებელი ლიტერატურასა და გერმანულ ენაშია.

სტატისტიკა:

  • ფიზიკა - 31.69%
  • ბიოლოგია - 31.42%
  • ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) - 31.20%
  • ქიმია - 26.36%
  • გეოგრაფია - 23.30%
  • ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) - 22.45%
  • მათემატიკა - 17.48%
  • სამოქალაქო განათლება - 11.66%
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 7.32%
  • რუსული ენა - 6.07%
  • ფრანგული ენა - 4.76%
  • ისტორია - 4.24%
  • ქართული ენა და ლიტერატურა - 3.23%
  • ინგლისური ენა - 3.32%
  • გერმანული ენა - 3.21%
  • ლიტერატურა - 1.45%

ცნობისთვის

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 4 000-ით აღემატება.

2026 წლის საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. ჯამში 83 000-ზე მეტ აპლიკანტს (აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები, მასწავლებლები) საქართველოს 12 ქალაქში გახსნილი 24 საგამოცდო ცენტრი ემსახურებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები