წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის, Deutsche Bank-ის პროგნოზით, მომავალი 2026 წლის განმავლობაში უნცია ოქროს ფასი 4,450 დოლარს მიაღწევს, რაც 450 დოლარით მეტია წინა პროგნოზთან შედარებით.
ბანკის შეფასებით, საპროგნოზო მაჩვენებლების ზრდა გლობალური გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით და ოქროზე, როგორც სარეზერვო-სადაზღვევო აქტივზე მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული.
Deutsche Bank-ის მოლოდინით, 2026 წლის განმავლობაში გლობალური ცენტრალური ბანკები თვეში საშუალოდ 70 ტონა ოქროს იყიდიან, რაც მოთხოვნის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი იქნება.
თუკი ბანკის პროგნოზი გამართლდება, მაშინ ოქრო ამჟამინდელ 4,150-დოლარიან ფასთან შედარებით 7%-იან ზრდას დააფიქსირებს.




























