მილიარდერი უორენ ბაფეტი საკუთარ ბეჭდურ მედიას ყიდის. Lee Enterprises-ი Berkshire Hathaway-ის კუთვნილ BH Media Group-ს 140 მილიონ დოლარად იყიდის. ამის შესახებ CNN წერს.
როგორც გამოცემა წერს, უორენ ბაფეტს სჯერა, რომ რომ Lee საუკეთესოდ გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც მედია ინდუსტრია დგას.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მედიაბიზნესს სწორი მფლობელი შევურჩიეთ, რომელიც მას განვითარებასა და წინსვლაში დაეხმარება. ჩვენ ასევე მოხარულები ვართ Lee Enterprises-თან გრძლევადიანი თანამშრომლობით“, - აღნიშნა უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ Lee Enterprises-ი Berkshire-ის საგაზეთო ბიზნესს 2018 წლის ივლისიდან მართავს. HB Media-ს საკუთრებაშია 31 სხვადასხვა ბეჭდური გამოცემა, რომლებიც ამერიკის 10 შტატშია გადანაწილებული.
CNN-ის ცნობით, ჯგუფი ფლობს ისეთ გაზეთებს, როგორებიცაა: Omaha World-Herald და Buffalo News, რომელიც მილიარდერს 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკუთვნის.