მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტი პორტფელის გაზრდას იაპონური კომპანიებით გეგმავს - Bloomberg

64537f66a03ee
გიორგი არონია
05.05.23 01:00
1051

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი, ამერიკელი უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway-ის პორტფელის გაზრდას იაპონური კომპანიების წილების შესყიდვით გეგმავს, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ უორენ ბაფეტი იაპონიაში იმყოფებოდა, სადაც ხუთი მსხვილი იაპონური კონგლომერატის, Itotsu-ს, Mitsubishi Corp-ის, Mitsui-ს, Sumimoto-ს და Marubeni-ს ხელმძღვანელობას შეხვდა. ამ კომპანიებთან ბაფეტს საქმიანი ურთიერთობა დღესაც აკავშირებს, რადგან Berkshire Hathaway-ი თითოეულ მათგანში სულ მცირე 6%-იან წილს ფლობს, ჯერ კიდევ 2020 წლიდან.

გამოცემის ინფორმაციით, უორენ ბაფეტსა და იაპონური გიგანტი კომპანიების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა Four Seasons-ის ბრენდის სასტუმროში შეხვდა, სადაც უორენ ბაფეტი მის კოლეგებს “კოკა-კოლით” დახვდა. უორენ ბაფეტისა და ამერიკული გაზიანი სასმლის კავშირი საჯაროა, რადგან ინვესტორი Coca-Cola-ს ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია და თან, სასმელს ყოველდღიურად მიირთმევს. როგორც ანონიმური წყაროები Bloomberg-ს უყვებიან, ინვესტორთან შეხვედრისას მხარეებმა ბუნებრივი წიაღისეულიდან და ლითონებიდან ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლა განიხილეს. ამასთან, უორენ ბაფეტი დაინტერესდა იმითაც, თუ როგორ უმკლავდებიან კომპანიები გეოპოლიტიკურ გამოწვევებს და ეკონიმიკურ ტურბულენტობას.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, იაპონურ კონგლომერატებთან პარტნიორობაზე უორენ ბაფეტმა საჯაროდაც ისაუბრა და Nikkei Asia-ს განუცხადა, რომ სურს პირველი ადამიანი იყოს, ვისაც “იაპონური ხუთეულის” წარმომადგენლები იმ შემთხვევაში დაურეკავენ, თუ გაფართოებას გადაწყვეტენ. “არ მიმაჩნია შეუძლებლად რომ მომავალში, მათთან კონკრეტულ გარიგებაზე ვითანამშრომლებთ”, - განაცხადა ბაფეტმა. “გაგვიხარდება, თუ რომელიმე მათგანი გვეტყვის, ძალიან დიდ პროექტზე ვმუშაობთ ან რაღაცის ყიდვა და ამ პროცესში თანამშრომლობა გვინდაო”.

შეგახსენებთ, რომ უორენ ბაფეტი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $112.2 მილიარდად აფასებს. ამასთან, გამოსარჩევია ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგი Berkshire Hathaway-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $714.7 მილიარდს შეადგენს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები