მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტის Berkshire-მა წელს $28.7 მილიარდის აქციები გაყიდა

უორენ ბაფეტი Atlanta Braves

ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგმა, Berkshire Hathaway-იმ წელს 28 მილიარდ 700 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები და ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

ამ ტრანზაქციების შედეგად, საინვესტიციო ჰოლდინგ 157 მილიარდის ნაღდი ფული დაუგროვდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ზოგადად, ნაღდი ფულის დაგროვება იმის მაუწყებელია, რომ ჰოლდინგს ბაზარზე არსებული საინვესტიციო კლიმატი არ მოსწონს და ურჩევნია, რომ თანხა უკეთესი შესაძლებლობებისთვის შემოინახოს.

ამჟამად არსებული მდგომარეობით, Berkshire-ს საკმაოდ მსხვილი კომპანიების სრულად შესყიდვა და პორტფელის გაფართოება შეუძლია. უფრო მეტიც, $157-მილიარდიანი თანხის მოცულობით უორენ ბაფეტის ჰოლდინგს თითქმის 6-ჯერ უფრო მეტი ნაღდი ფული აქვს, ვიდრე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები