მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტის კომპანიის საბაზრო შეფასება რეკორდულად გაიზარდა

Berkshire უორენ ბაფეტი

მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის, Berkshire Hathaway-ს კაპიტალიზაცია რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უორენ ბაფეტის ხელმძღვანელობით, კომპანიის შეფასებამ საფონდო ბირჟაზე 863 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ერთწლიან პერიოდში Berkshire-ის კაპიტალიზაცია 27%-ითაა გაზრდილი და მისი A-კლასის ერთი აქციის ღირებულება ამჟამად 598 ათას დოლარს შეადგენს.

საინვესტიციო ფონდი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში ამჟამად მე-8 ადგილს იკავებს.

Berkshire-ის პორტფელში ამჟამად 100-მდე მსხვილი კომპანიაა, მათ შორის უდიდესი წილი კი Apple-ს უჭირავს, რომელიც ბოლო დროს ბაფეტის საყვარელ კომპანიად იქცა.

„ომაჰელი ორაკულის“ პორტფელში ასევე შეხვდებით Coca-Cola-ს, რომელიც ბაფეტის საყვარელი სასმელია და უკვე ათწლეულებია, რაც 93 წლის ინვესტორი კოკა-კოლას ყოველდღიურად მიირთმევს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები