მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტის Berkshire-ს რეკორდული $157 მილიარდის ნაღდი ფული უჭირავს

ბაფეტი

ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგს, Berkshire Hathaway-ს ამჟამად რეკორდული 157 მილიარდი დოლარის ნაღდი ფული უჭირავს.

კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მესამე კვარტალში Berkshire-მა 5 მილიარდი დოლარის აქციები და ობლიგაციები გაყიდა, რითაც პორტფელში ნაღდი ფულის მოცულობა გაზარდა.

ზოგადად, ნაღდი ფულის დაგროვება იმის მაუწყებელია, რომ ჰოლდინგს ბაზარზე არსებული საინვესტიციო კლიმატი არ მოსწონს და ურჩევნია, რომ თანხა უკეთესი შესაძლებლობებისთვის შემოინახოს.

ამჟამად არსებული მდგომარეობით, Berkshire-ს საკმაოდ მსხვილი კომპანიების სრულად შესყიდვა და პორტფელის გაფართოება შეუძლია. უფრო მეტიც, $157-მილიარდიანი თანხის მოცულობით უორენ ბაფეტის ჰოლდინგს თითქმის 6-ჯერ უფრო მეტი ნაღდი ფული აქვს, ვიდრე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები