მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უორენ ბაფეტმა $11.6 მილიარდად კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანია იყიდა

6350febce76ab
გიორგი თოლორდავა
20.10.22 12:15
985
ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტს საინვესტიციო ჰოლდინგმა, Berkshire Hathaway-მ სადაზღვევო კომპანია Alleghany 11.6 მილიარდ დოლარად იყიდა.

მართალია, გარიგების შესახებ ინფორმაცია პირველად მარტში გავრცელდა, თუმცა შესყიდვის პროცესი ოფიციალურად სწორედ ახლა დასრულდა, სადაზღვევო კომპანია კი სრულად გადავიდა Berkshire-ის მფლობელობაში.

შეთანხმების პირობების თანახმად, Alleghany-ის გენერალური დირექტორი და თავმჯდომარე, ჯო ბრანდონი ისევ გააგრძელებს კომპანიის მართვას, თუმცა ამჯერად უორენ ბაფეტის ზედამხედველობის ქვეშ.

Alleghany ნიუ-იორკში 1929 წელს დაარსდა და ის ქვეყნის მასშტაბით 4,400-მდე თანამშრომლებს ასაქმებს, კომპანია დაკავებულია როგორც უძრავი და მოძრავი ქონების, ასევე სიცოცხლის დაზღვევით.

აღსანიშნავია, რომ $11.6-მილიარდიანი შენაძენი 2016 წლის შემდეგ Berkshire-ის მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი გარიგებაა.

ზოგადად, სადაზღვევო სექტორი Berkshire-ის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი მიმართულებაა, Alleghany-ს შეძენა კი მნიშვნელოვნად ზრდის უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგის გავლენას ზემოხსენებულ ბაზარზე.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები