რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სტავროპოლის ტერიტორიაზე სამი უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Telegram-ის არხი Astra იუწყება, რომელმაც თავდასხმის შემდგომი კადრები გამოაქვეყნა.
სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმერ ვლადიმიროვმა, მოსკოვის დროით, დაახლოებით დილის 3:00 საათზე, Telegram-ზე განაცხადა რეგიონში „დრონების საფრთხის“ შესახებ, თუმცა თავდასხმის დეტალები არ გაუმხელია.
სტავროპოლის მერმა, ივან ულიაჩენკომ, 12 აგვისტოს დილით ადრე Telegram-ზე დაწერა, რომ ქალაქზე თავდასხმის დროს დრონები ელექტრონული ომის სისტემებით იქნა ჩახშობილი: „არავინ დაშავებულა. ერთ-ერთ სოციალურ დაწესებულებაში ფანჯრები ჩაიმსხვრა. ადგილზე მუშაობს ქალაქის ყველა სასწრაფო დახმარების სამსახური“, - აღნიშნა მერმა.

























