მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუმინეთის სანაპიროსთან ტანკერებზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა

გემი რუმინეთში

შავ ზღვაში, რუმინეთის ტერიტორიულ წყლებთან ორ ტანკერზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა. საყურადღებოა, რომ ამჟამად ეკიპაჟის შვიდი წევრი გაუჩინარებულად მიიჩნევა.

როგორც ირკვევა, იერიშის სამიზნე სან-მარინოს დროშით მცურავი Wine Trader-ი და გემი Yara J გახდა. ხანძრის გაჩენის შემდეგ, Wine Trader-ის ეკიპაჟის შვიდი მეზღვაური გაუჩინარდა და მათი სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. რაც შეეხება Yara J-ს, მის ბორტზე მყოფი ყველა პირის გადარჩენა და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული აპარატები რუსული წარმოშობის იყო. ეს ინფორმაცია Reuters-ს NATO-ს სამხედრო წყარომ დაუდასტურა.

მომხდარს გამოეხმაურა რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანიც, რომელმაც კომერციულ გემებზე თავდასხმებს მიუღებელი უწოდა და სიტუაციას სერიოზულად შეაფასა. მისი თქმით, შავი ზღვის სანაპიროებთან მეზღვაურების დაღუპვა და გაუჩინარება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ცნობისთვის, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიშები გააძლიერა, რის გამოც კიევს სავაჭრო მარშრუტების დუნაის პორტებისა და მეზობელი ქვეყნების სანაპირო წყლებისკენ გადამისამართება მოუწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები