მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას მალე დავიწყებთ - ვლადიმერ ჩაჩიბაია

6347c9e8896f3
თამთა ჯიჯავაძე
13.10.22 12:49
1707
უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ვიწყებთ, - ამის შესახებ დეპუტატმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „დელტა“ აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის „დიდგორის“ შეჯავშნული მანქანების წარმოებაზეც.

„ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს „დელტაში“ მიმდინარე პროცესებს. ის პირობა, რაც პრემიერმა დადო, ეტაპობრივად სრულდება. კერძოდ მიმდინარეობს "დიდგორის" შეჯავშნული მანქანების წარმოება, როგორც საევაკუაციო კავშირგაბმულობის, სადაზვერვო დანიშნულების და სამეთვალყურეო დანიშნულების. მიმდინარეობს საფრენი აპარატების განახლება და ნახეთ, რომ მოდერნიზაცია მოხდა როგორც რეაქტიული ავიაციის, ასევე, შვეულმფრენების ესკადრელების მიმართულებით. წვრილ შეიარაღებასთან დაკავშირებით კი მუშაობა ებრაულ კომპანიასთან ერთად მიმდინარეობს. უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება კი სულ მალე ჩაეშვება. ესეც იქნება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ეს არის ეტაპობრივი პროცესი და ერთიანად რა თქმა უნდა ყველა მიმართულებას "დელტა" ერთდროულად ვერ უზრუნველყოფს, იმიტომ რომ ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური კადრები, შესაბამისი ექსპერტიზა, დანადგარები და ა.შ“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ცნობისთვის, გასულ თვეს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველოში საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყებოდა.

რამდენიმე თვის წინ კი მინისტრმა განაცხადა, რომ დრონების საწარმოებლად თავდაცვის სამინისტრომ პოლონურ WB Electronics-თან ერთობლივი კომპანია დააფუძნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები