სადემონსტრაციო ფრენა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, ქალაქ შტუტგარტში მერსედეს ბენცის მუზეუმის მახლობლად შედგა.
Deutsche Welle-ს ცნობით, აპარატი, რომელიც ვერტმფრენის და თვითმფრინავის ნაზავია, ოთხი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა ჰაერში.
ტესტირების პროცესში საფრენ ტაქსს მიწიდან სპეციალისტები აკონტროლებდნენ; პირველ ფრენისას სალონში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. სადემონსტრაციო ფრენა ბადენ-ვიურტემბერგის მთავრობისა და შტუტგარტის უმაღლესი ტექნიკური სკოლის ერთობლივი კვლევითი პროექტის ნაწილია. Volocopter-ი იმედოვნებს, რომ 2-3 წელიწადში გერმანიაში ასეთი მოწყობილობების ტაქსით სარგებლობა ნებადართული იქნება.
ეს ამ ტიპის ერთადერთი პროექტი არ არის გერმანიაში. მაისში, გერმანულმა დამწყებმა კომპანიამ Lilium წარმატებით ჩაატარა ხუთიადგილიანი მფრინავი ელექტრო ტაქსების პროტოტიპის საცდელი ფრენა. სატესტო ჩვენება მაშინ მიუნხენის მახლობლად შედგა.