მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UPS საქართველო სატერმინალო დახარისხების ცენტრების გახსნას გეგმავს

ამანათებიი

UPS საქართველო თბილისის შემოგარენში სატერმინალო დახარისხების ცენტრების გახსნას გეგმავს- ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გიორგი ქოპილაშვილი გადაცემა “საქმის კურსში” სტუმრობისას განაცხადა. როგორც ქოპილაშვილი ამბობს, ამ ცენტრებში თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მოხდება ამანათების სორტირება და დანიშნულების ადგილზე მიწოდება.

ქოპილაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი, რომლის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება როგორც ცენტრების ადგილმდებაროება ისე ინვესტიციის მოცულობა, რომელიც ამ კუთხით განხორციელდება.

“ყველანაირად ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგოს საქართველოში, გადავიდეთ უფრო შემდგომ ეტაპზე და სატერმინალო დახარისხების ცენტრები გავაკეთოთ, სადაც უკვე თანამედროვე დონეზე მოხდება გზავნილების სორტირება და მიმღებამდე მიტანა.

ამ ეტაპზე პროექტირებას ვაკეთებთ, რომლის შემდგომაც გადავალთ ღირებულების შეფასების ეტაპზე. თუ გვეყოფა ჩვენი რესურსით განხორციელდება თანამედროვე დახარისხების და ჩაბარების ცენტრების მოწყობა. თუ საჭირო გახდა დამატებითი ფინანსების მოზიდვაზე ჩვენს პარტნიორებთან საუბარი.

ადგილმდებარეობა იქნება აუცილებლად თბილისის გარე უბანში. ეს არ იქნება ცენტრში, ამ ტიპის ბიზნესს სჭირდება ტერიტორია, შესაბამისად, სადაც არ იქნება პარკირების სირთულე, ასევე კლიენტმა შეძლოს პარკირება. ინვესტიციას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ის ცნობილი, იქნება პროექტირების დასრულების შემდეგ.”-ამბობს UPS საქართველოს დირექტორი გიორგი ქოპილაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები