ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამოქალაქო თუ რელიგიური დღესასწაულები კანონებით რეგულირდება და უქმეებადაა გამოცხადებული. ამ დღეებში სახელმწიფო დაწესებულებები და კერძო სექტორის დიდი ნაწილი არ მუშაობს, მათ შორის - ბანკებიც.
საქართველოს შრომის კოდექსი 17 უქმე დღეს ითვალისწინებს, რაც ევროპაში ყველაზე მეტია. (დიდი შაბათისა და აღდგომის ჩათვლით). აქედან 2024 წელს 7 უქმე დღე კვირას ემთხვევა, 2 კი - შაბათს.
გარდა ოფიციალური უქმე დღეებისა, საქართველოში მთავრობის მეთაურს აქვს შესაძლებლობა პირადი გადაწყვეტილებით დადგენილების საფუძველზე კონკრეტული დღეები უქმედ გამოაცხადოს. მსგავსი გადაწყვეტილების საფუძველზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წელს, 3-5 იანვარი გამოცხადდა უქმედ.
საქართველოში 2024 წლის ოფიციალური უქმე დღეების ჩამონათვალი ასეთია:
იანვარი:
- 1 - ახალი წლის სადღესასწაულო დღე;
- 2 - ახალი წლის სადღესასწაულო დღე;
- 7 - ქრისტეს შობა;
- 19 - ნათლისღება, იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
მარტი:
- 3 - დედის დღე;
- 8 - ქალთა საერთაშორისო დღე;
აპრილი:
9 - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
მაისი:
- 3 - დიდი პარასკევი;
- 4 - დიდი შაბათი;
- 5 - აღდგომა;
- 6 - მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე;
- 9 - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
- 12 - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
- 26 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
აგვისტო:
28 - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
ოქტომბერი:
14 - მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
ნოემბერი:
23 - გიორგობის დღე.
ცნობისთვის,ევროპაში საშუალოდ წელიწადში 11 უქმე დღე აქვთ, ყველაზე მეტი 15 უქმე დღე აქვს სლოვაკეთს, ხოლო ყველაზე ცოტა - 7 დღე ნიდერლანდების სამეფოს. მსოფლიოში ამ კუთხით ლიდერი კოლუმბიაა 18 უქმე დღით, ხოლო მექსიკაში მხოლოდ 7 დღეს ისვენებენ.