„უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №500 დადგენილებით, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით, სურსათის ეროვნული სააგენტო შეუფერხებლად განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
ა) ექსპორტ-იმპორტისათვის შესაბამისი სერტიფიკატებისა და ნებართვების გაცემა;
ბ) ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობა;
გ) სახელმწიფო კონტროლი ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე პირდაპირი რისკების არსებობისას.
"აღნიშნულ საქმიანობებს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შეასრულებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად", - ნათქვამია სეს-ის ინფორმაციაში.