მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უროს კლდეები-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

649738a443da3
BM.GE
24.06.23 22:37
699
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო- შატილის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 [უროს კლდეები-შატილი] მონაკვეთზე, უხვი ნალექის შედეგად კლდის მასივის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები არასაკმარისი ხილვადობის გამო, ხვალ დილიდან განახლდება. ამავე გზის კმ53-კმ90 (კორშა-უროს კლდეები) დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის [ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე] ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ53 [ჟინვალი-კორშა] მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.