მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უროს კლდეები-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

6497e67c10a08
BM.GE
25.06.23 10:54
367
უროს კლდეები-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 (უროს კლდეები-შატილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ამ ეტაპზე გრძელდება სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები.

ცნობისთვის, გუშინ, უხვი ნალექის შედეგად, კლდის მასივის ჩამოსვლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთან, ამავე გზის კმ53-კმ90 (კორშა-უროს კლდეები) დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები