ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
როგორც პრეზიდენტმა "ტვიტერზე“ დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე თქვა ის, რაც ქართველი ხალხის ურყევი ნებაა.
„პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორე ქართველი ხალხის ურყევი ნება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას ქართველი საზოგადოებისთვის.
მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, რომელიც წინ წაწევს საქართველოს მის ისტორიულ გზაზე ევროკავშირისკენ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება. პრეზიდენტმა ასევე, შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან. 31 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს მიმართავს.