“სვანეთში ზამთრის სეზონზე ტურიზმის მდგომარეობა კატასტროფულია”,- სასტუმრო “ფალიანის” დამფუძნებელი ამბობს, რომ რეგიონში არსებული პრობლემების გამო, ისედაც შემცირებული ჯავშნების ფონზე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე არსებული ჯავშნებიც გაუქმდა.
“ერთი მხრივ, წინა წლების უშუქობის და გზის პრობლემების დაგროვილმა გამოცდილებამ და მეორე მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია ის, რომ ჯავშნები ფაქტობრივად არ გვაქვს. წინა წლებთან შედარებით, ისედაც განახევრებული ჯავშნებით ვხვდებოდით ზამთრის სეზონს და მიმდინარე მოვლენების ფონზე არსებული ჯავშნებიც გაუქმდა. ვერც ვერავის გავამტყუნებთ, არავის უნდა დასასვენებლად ისეთ ქვეყანაში ჩამოსვლა, სადაც მთავრობა თავის მოქალაქეებს ლეგიტიმური პროტესტის გამო დევნის.
უსაფრთხოდ თავს ჩვენ თვითონვე ვეღარ ვგრძნობთ და მით უმეტეს ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ ტურისტები, რომლებიც ასევე ნახულობენ სასტიკი ცემის ვიდეოებს საინფორმაციო გამოშვებებში. ზოგადად, ტურისტთა ეს სეგმენტიც, ანუ რუსეთი, აზია და ახლო აღმოსავლეთი, რომლითაც ევროპული სეგმენტი ჩაანაცვლეს იმიტომ ჩამოდიოდა საქართველოში, რომ ევროპულ მიმართულებად ვითვლებოდით.
ამ ტურისტებს ავტორიტარიზმი და დიქტატურა თავიანთ ქვეყნებშიც ყოფნით და ევროპულობის გარეშე, რომელიც საქართველოსთვის ავთენტიკურია და რომელსაც ახლა საფრთხე ემუქრება, ამ სეგმენტსაც დავკარგავთ”, - აცხადებს bm.ge-სთან ეკა გველესიანი, სასტუმრო “ფალიანის” დამფუძნებელი.