უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური კონტროლი და დანდობის გარეშე მყისიერი რეაგირება - თბილსის მერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესში, უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და მეტი ყურადღების აუცილებლობაზე ისაუბრა. “ჩვენ ყველა კონტრაქტორი გვყავს გაფრთხილებული, რომ უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, ვინც დაარღვევს ამ მოთხოვნებს, მყისიერი რეაგირება, არ დაინდოთ არავინ, - განაცხადა კალაძემ. ამ ყველაფრის აღსრულება კი მუნიციპალური ინპექციის კომპეტენციაა.
სტუმარი: გიორგი ბაგრატიონი - მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი


































