ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი უარყოფს ამომრჩეველთა ერთიან სიებში დუბლირებას.
როგორც მან ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს უსაფუძვლოდ წამოჭრილი მანიპულაციაა. კალანდარიშვილის თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა ამერიკულმა კომპანიამ, Pro V&V-მ დაადასტურა და აუდიტის შედეგებით ცალსახად დადასტურებულია, რომ ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს.
„მანიპულაციურად წამოჭრილი საკითხი, თითქოსდა ამომრჩეველთა ერთიან სიებში იყო სიების დუბლირება, განსაკუთრებით ვერიფიკაციის ნაწილში, რაც იმ თავითვე უსაფუძვლოა, როგორც მინიმუმ, რომ ქაღალდის კვალის პირობებში, მაშინ, როდესაც სიები სრულად აუციდიტებადი იყო და ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა ამომრჩეველთა სიები და საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესბული პირისთვის, დღეს ეს ამერიკულმა კომპანიამ, Pro V&V-მ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა და მიუთითა იმაზე, რომ ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს“,- თქვა ცესკოს თავმჯდომარემ.