მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

USAID და Visa ახალ პარტნიორობას იწყებენ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ეკოსისტემის გაციფრულების მხარდაჭერის მიზნით საქართველოში

6364dc1b1faf0
BM.GE
04.11.22 13:29
508
სასტუმრო "პულმან თბილისში" - USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ და Visa-მ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ახალი პარტნიორობის დაწყების მიზნით, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მათი საქმიანობის გაციფრულებას, ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მოქალაქეებისთვის ციფრული შესაძლებლობების გაფართოებასა და ხელმისაწვდომობას.

თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და Visa შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ფინანსური წიგნიერების მიმართულებით ცობადობის გაზრდაზე განსაკუთრებული აქცენტით მიკრო და მცირე მეწარმეებზე ასევე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციაზე.

„მოხარულნი ვართ, USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და Visa-ს შორის თანამშრომლობის დაწყებით, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ციფრული ეკონომიკის გაძლიერებასა და განვითარებას. Visa-ს აქვს გლობალური და მრავალწლიანი გამოცდილება ეკონომიკის გაციფრულების, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ელექტრონული კომერციის მხარდაჭერის მიმართულებით და ეს ყოველივე ასევე წარმოადგენს USAID - ის მთავარ ღირებულებებს. აღნიშნული პარტნიორობა, ქართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს განახორციელონ გონივრული ციფრული გადაწყვეტილებები განვითარების მიზნების მისაღწევად და ჰქონდეთ კავშირი საერთშორისო ბაზართან“, - აღნიშნავს მარკ მაკკორდი, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი.


NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები