USAID-ი პროფესიული უნარების სააგენტოსთან და UN Women-თან თანამშრომლობას იწყებს
BM.GE
04.10.22 11:44
• 186
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო - (USAID) იწყებს თანამშრომლობას პროფესიული უნარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება გუშინ რუმსში გაიმართა. მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა საქართველოს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან თამარ ქიტიაშვილთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან ალია ელ-იასირთან ერთად მონაწილეობა მიიღო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ხელმოწერის ღონისძიებაში. USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ითანამშრომლებს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, რათა ხელი შეუწყოს პარტნიორ კერძო კომპანიებს დანერგონ გენდერულად ინკლუზიური პრაქტიკა და უზრუნველყონ ქალთა ჩართულობა მათი საქმიანობის ფარგლებში.