მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

USAID-ი თხილის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი იყო - ლევან ქარდავა

თხილი

თხილის გადამმუშავებელი და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა ამბობს, რომ რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო [USAID] თხილის სექტორის მთავარი დამფინანსებელი იყო. USAID ქვეყანას ფაროსანასთან ბრძოლაშიც დაეხმარა, რომელიც ბოლო წლებში თხილის სექტორისთვის დიდი პრობლემა იყო.

"USAID თხილის სექტორში დიდი ხანია უკვე ჩართულია, ჩვენი ასოციაციაც მისი თანადაფინანსებით და დახმარებით არის შექმნილი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მახსენდება არის ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა, რაც 2016 წელს სახელმწიფოსა და USAID-ის ერთობლივი ჩართულობით დაიწყო. USAID-ის დახმარებით ფაქტობრივად სახელმწიფომ და სექტორმა მოახერხა საერთოდ გადარჩა [სექტორი]. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო თხილის საშრობის ცენტრების მშენებლობა, რომელიც სახელმწიფოსთან ერთობლივი თანადაფინანსებით შეიქმნა. საკმაოდ რთული იქნება [ჩანაცვლება]. იმედი მაქვს, რომ პროექტები გაგრძელდება. უნდა მოხდეს მაშინ სახელმწიფო პროექტებით ჩანაცვლება, რაც პრინციპში სწორი არ არის, რადგან ბიუჯეტი შეზღუდულია და ყველა პროექტს ვერ ეყოფა დაფინანსება. USAID ამ ეტაპზე თხილის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი იყო", - აცხადებს ქარდავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები