მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა საქართველოში ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობის თემაზე ღონისძიებას მართავს

ფინანსური ინოვაციების პროგრამა
05.12.23 08:16
931

USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ორგანიზებით, თბილისში მასშტაბური ღონისძიება იმართება, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკის, საჯარო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების 150-მდე წარმომადგენელს გააერთიანებს.

ღონისძიება დღეს, 10:00 საათზე სასტუმრო სტამბაში დაიწყება და მისი მიზანი პროგრამის აქტივობებისა და გეგმების წარდგენა, რომლებიც ფოკუსირებულია საქართველოში ინვესტიციების ზრდაზე, ინოვაციური ფინანსური პროდუქტების განვითარებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა ხუთწლიანი პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი $18.9 მილიონი დოლარია. პროგრამის საშუალებით, USAID ხელს უწყობს ქვეყნის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერებას.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მიშელ კოშიელსკი და ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე - „როგორ გავზარდოთ ინვესტიციები საქართველოში“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის: თამაზ გიორგაძე, გლობალური ფინტექ-კომპანია Raisin-ის დამფუძნებელი; პედრო ვიეირა, 500 Global-ის პარტნიორი; მარიამ მეღვინეთუხუცესი Velox Capital-ის ფონდების მენეჯერი და გოგა მელიქიძე, საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), რომელიც აშშ-ის მთავრობის წამყვანი განვითარების სააგენტოა, საქართველოსა და მისი ხალხის მხარდასაჭერად, ამჟამად 40 განვითარებაზე მიმართულ აქტივობაში ახორციელებს ინვესტირებას, რაც დაახლოებით 1.9 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებას წარმოადგენს 1992 წლიდან მოყოლებული დღემდე. USAID მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან საქართველოს უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და დემოკრატიის გასაძლიერებლად და ქართველი ხალხის მიზნის - ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევის უზრუნველსაყოფად. სამათწლეულიანი პარტნიორობის განმავლობაში, USAID-მა მხარი დაუჭირა საქართველოს: ელექტროენერგიის საიმედო მიწოდების უზრუნველყოფაში სკოლებში, საავადმყოფოებსა და სახლებში, საჯარო სერვისების გაუმჯობესებაში, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში; კეთილდღეობისა და შესაძლებლობის გაზრდაში ქართული ოჯახებისა და თემებისთვის და ასევე ფუნდამენტური უფლებების დაცვაში, რომლებიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და რომელიც საფუძვლად უდევს საქართველოს უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და დემოკრატიის ყველა ასპექტს. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia

USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის შესახებ: USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა ხუთწლიანი პროგრამაა, რომელსაც აფინანსებს ამერიკელი ხალხი შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში კერძო ინვესტიციების მოზიდვასა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების განვითარებას, ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და დივერსიფიცირებული საინვესტიციო რესურსების მობილიზების მიზნით. USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამას ახორციელებს Palladium“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები