მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებლები UNWTO-ს მე-8 გლობალურ ღვინის ტურიზმის თემატიკის კონფერენციას დაესწრებიან

ღვინო
09.09.24 16:09
521

2024 წლის 11-13 სექტემბერს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) უმასპინძლებს მე-8 UNWTO გლობალურ კონფერენციას სომხეთში ღვინის ტურიზმის შესახებ თემაზე: „მემკვიდრეობა ყოველ ბოთლში: ავთენტიკური ღვინის ტურიზმის გამოცდილების შექმნა“, რომელსაც USAID-ის მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებლები დაესწრებიან.

ღონისძიება გააერთიანებს 250-ზე მეტ მონაწილეს, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების და კერძო სექტორის დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

"USAID სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ტურიზმის პროგრამა (SCRTP) მხარს დაუჭერს ქართული დელეგაციის, ღვინის მწარმოებლების მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში დასწრებას. მონაწილეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა შეისწავლონ ინოვაციური სტრატეგიები და მიიღონ რჩევები, რომლებიც გადამწყვეტია მათი ღვინის ტურისტული შეთავაზებების შემდგომი განვითარებისთვის და ტურისტულად მეტად მიმზიდველი პროდუქტების შექმნისთვის. UNWTO-ში მონაწილეობით, USAID უზრუნველყოფს მათ ჩართულობას B2B ფორმატის კონსულტაციებში, რომლებიც მიზნად ისახავს ქართული და სომხური ღვინის მარშრუტების დაკავშირებას, ასევე კონფერენციაზე ქართველ დელეგატებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ რჩევები უშუალოდ საერთაშორისო ექსპერტებისგან, რაც მათი ბიზნესის გაუმჯობესებისა და დივერსიფიკაციის შესაძლებლობას მისცემს", - ნათქვამია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონფერენცია იქნება პლატფორმა ქართველი და სომეხი მონაწილეებისთვის ერთობლივი პროექტებისა და პარტნიორობის ინიციირებისთვის. ერთობლივი თანამშრომლობით, შესაძლებელია რეგიონალური ღვინის ტურიზმის გამოცდილების შეთავაზება, რომელიც მიმზიდველი იქნება ფართო აუდიტორიისთვის და ამავდროულად, მოხდება ტურიზმის სექტორის მეტად გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში.

კონფერენციაზე დისკუსია გაიმართება კულტურული მემკვიდრეობის ღვინის ტურიზმის გამოცდილებაში ინტეგრირების მნიშვნელობაზე. ქართველი დელეგატები შეისწავლიან, ეფექტურად როგორ წარმოაჩინონ მეღვინეობის მდიდარი ტრადიციები, შეინარჩუნონ და გააძლიერონ თავიანთი უნიკალური კულტურული ფასეულობები.

USAID -ის მხარდაჭერა ქართული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის, ხაზს უსვამს მის ერთგულებას რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, ასევე სამხრეთ კავკასიის, როგორც ღვინის ტურიზმის კონკურენტუნარიან რეგიონად ჩამოყალიბების და მეტად გაძლიერებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები