მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უსახური შენობა-ნაგებობების მეპატრონეები დაჯარიმდებიან

BM.GE
08.01.20 18:34
793
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მომზადდა კანონპროექტი, რომელიც უსახური შენობა-ნაგებობების მეპატრონეების დაჯარიმებას ითვალისწინებს. საუბარია ისეთ შენობებზე, რომლის რემონტის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა შეუსაბამოა ისტორიულ,არქიტექტურულ იერ-სახესთან და ლანდშაფტურ გარემოსთან. საჯარიმო სანქცია არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებსა და მის დამხმარე შენობა-ნაგებობებზე, იმისთვის, რომ საკუთრების უფლების ხელყოფა არ მოხდეს და არ დაზარალდეს მოსახლეობის ინტერესები. კანონის მიღებას სამინისტროში საგაზაფხულო სესიაზე ელოდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები