მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უშგული-ლასდილის მონაკვეთზე, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები - დეპარტამენტი

სვანეთის გზა

უშგული-ლასდილის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ხოლო ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია , - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


საავტომობილო გზის კმ1-კმ100 (ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები