მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უსუსური პროვოკაციაა - პრემიერი გადადგომის შესახებ ინფორმაციაზე

616800e5eb937
ინგა მურუსიძე
14.10.21 14:13
673
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „უსუსურ პროვოკაციად“ აფასებს.

ასე უპასუხა მან ჟურნაალისტების მიერ დასმულ შესაბამის კითხვას. საქმე ის არის, რომ მედიასაშუალებების ნაწილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი დატოვოს.

„იმის მიუხედავად, რომ ეს არაერთგზის განმარტა ჩვენმა პარტიამ, ჩვენი გუნდის წევრებმა, თქვენ მაინც ამ რაღაც უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ. გეტყვით ხუმრობით, თქვენ არ იცით, რომ მე გუშინ უკვე გადავდექი მაგალითად, იცით ეს?“, - უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები