მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უთოვლობის გამო ჯავშნები გაუქმდა, ამიტომ 50%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ”- სასტუმრო მესტიაში

63bc2c4c5d47e
ანუკა ჯოხაძე
10.01.23 00:20
896
მესტიაში მდებარე სასტუმროები შემცირებული ვიზიტორების ნაკადებზე საუბრობენ. მათი თქმით, ამის მიზეზი უთოვლობაა.

როგორც სასტუმრო “ბუდეს” დამფუძნებელი აცხადებს, ახალი წლის დღეებში თუ დატვირთულობა 100%-იანი იყო, დღეს 50%-იანია. თათია თეთრაშვილის თქმით, მესტიაში მხოლოდ ის დამსვენებელი ჩამოდის, ვინც სათხილამურო ტრასებით არ ინტერესდება.

“თოვლი არის მესტიაში, უბრალოდ არ არის სათხილამურო ტრასები გახსნილი, რაც დატვირთულობაზე აისახება. ბევრი ჯავშანი გაუქმდა. ახალი წლის დროს ვიყავით დატვირთულები, თუმცა ბოლო დღეებია შეეტყო მესტიას, სათხილამურო ტრასების არ გახსნა.

ამ ეტაპზე 50%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ. მხოლოდ ისეთი ნაკადი ჩამოდის, რომლისთვისაც არ წარმოადგენს პრობლემას ის, რომ სათხილამურო ტრასები გახსნილი არ მუშაობს,”-აცხადებს სასტუმრო “ბუდეს” დამფუძნებელი თათია თეთრაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები