მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უცხოელთან ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლებრივი დანაშაული ხდება

განქორწინება

შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოში უცხოელთა მიგრაციის, მოქალაქეობის მინიჭების და ბინადრობის უფლების მინიჭების წესებს არეგულირებს. ინიციატივის თანახმად, ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლებრივი დანაშაული ხდება და მისთვის მაქსიმალური სასჯელი 2 წლამდე პატიმრობა იქნება.

"საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე რეგულირდება საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები. განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ახალი სახე − საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვებამდე. ამასთან, დასახელებული ბინადრობის ნებართვის გაცემამდე შემოწმდება ქორწინების ნამდვილობა და ამ მიზნით შეიქმნება სპეციალური კომისია.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით. სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ვადით ორიდან ათ წლამდე, ან ჯარიმა, ან შინაპატიმრობა ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე", - ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები