მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[უცხოურ ბანკებს] არ ვენდობი - ნახეთ, ივანიშვილთან რა დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს? - კახა კალაძე

კალაძე

რა თქმა უნდა, [უცხოურ ბანკებს] არ ვენდობი - რატომ უნდა შევინახო? ნახეთ, ივანიშვილთან რა დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს? - ადამიანი გაძარცვეს! ვერ წარმომიდგენია და რატომ უნდა ვენდო?! - ასე უპასუხა მედიას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კითხვაზე, რატომ გაასესხა უცხოურ ბანკებში განთავსებული თანხები და რატომ აღარ ინახავს იქ.

ამასთან, მედიის კითხვაზე, ემუქრება თუ არა ევროპულ ბანკებში დაცულ მის ქონებას საფრთხე, უპასუხა, რომ მათ არ უნდა ინერვიულონ ამ თემაზე, რადგან თავად თბილისის მერი არ ნერვიულობს ამ საკითხზე.

“ჩემზე არ ინერვიულოთ! მე არ ვნერვიულობ და თქვენ ნუ ინერვიულებთ. თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა?! ივანიშვილი დასანქცირებულია. რეალობა სახეზეა - დე ფაქტო სანქცირებულია. ადამიანმა ყველანაირი სასამართლო მოიგო, უბრალოდ თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არის. ვიღაცას დაასანქცირებენ - არ დაასანქცირებენ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, დიდი თხოვნა მაქვს“,- აღნიშნა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები