საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ განსახილველი კანონპროექტი, რომლის წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიცია და დასავლელი დიპლომატები გამოდიან, იმაზე გაცილებით რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში არსებული, აშშ-ის, საფრანგეთის და პოლონეთის ჩათვლით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ რადიოსადგურებთან ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველოში ახლა ამ დემონსტრაციებმა სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, მაშინ როდესაც კანონი ურბილესია. თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებშიც კანონები ჯარიმებით, სამართლებრივი პასუხისმგებლობებით მოქმედებს, თუ შენ ფულს იღებ, არ ასაჯაროებ და ამ ფულით რამეს აკეთებ“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
მან აღნიშნა, რომ უცხოური აგენტების შესახებ ქართული კანონპროექტი მხოლოდ რესურსების დეკლარირებას ითვალისწინებს, თუ ორგანიზაციის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებაა.