მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უცნია ოქროს ფასი 4,900 დოლარს მიაღწევს - Goldman Sachs-ის პროგნოზი

ოქრო

წამყვანი ამერიკული ბანკის, Goldman Sachs-ის პროგნოზით, მომავალი 2026 წლის განმავლობაში უნცია ოქროს ფასი 4,900 დოლარს მიაღწევს, რაც თითქმის 1,000 დოლარით მეტია წინა პროგნოზთან შედარებით.

ბანკის შეფასებით, საპროგნოზო მაჩვენებლების ზრდა გლობალური გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით და ოქროზე, როგორც სარეზერვო-სადაზღვევო აქტივზე მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული.

Goldman-ის მოლოდინით, 2025 წლის განმავლობაში გლობალური ცენტრალური ბანკები თვეში საშუალოდ 80 ტონა ოქროს იყიდიან, ხოლო 2026 წელს საშუალო შესყიდვის მოცულობა 70 ტონა იქნება.

თუკი Goldman Sachs-ის პროგნოზი გამართლდება, მაშინ ოქრო ამჟამინდელ 3,950-დოლარიან ფასთან შედარებით 24%-იან ზრდას დააფიქსირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები