მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს ოქროს ფასი უნციაზე 5,400 დოლარს მიაღწევს – Goldman Sachs

ოქრო

წამყვანმა საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-მა ოქროს ფასის პროგნოზი მნიშვნელოვნად გაზარდა და მოლოდინი, რომ წლის ბოლოსთვის ძვირფასი ლითონის ღირებულება უნციაზე 5,400 დოლარს მიაღწევს, ოფიციალურად დაადასტურა. თუკი ეს პროგნოზი გამართლდება, მაშინ ამჟამინდელ ფასთან შედარებით ოქროს ღირებულება 12%-ით გაიზრდება.

ბანკის ანალიტიკოსების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია კერძო სექტორისა და განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მხრიდან ოქროზე მზარდი მოთხოვნით, რაც რეზერვების დივერსიფიკაციის სურვილს უკავშირდება.

Goldman Sachs-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოქრო სულ უფრო მეტად აღიქმება არა როგორც მოკლევადიან ტაქტიკურ აქტივად, არამედ როგორც სტრატეგიულ საინვესტიციო ინსტრუმენტად, რომელიც გლობალური რისკების ჰეჯირების საშუალებას წარმოადგენს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ცენტრალური ბანკების მხრიდან ოქროს შესყიდვები 2026 წლის განმავლობაში თვეში საშუალოდ 60 ტონას მიაღწევს. ბაზრის ექსპერტების განმარტებით, ფასის ზრდას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ კერძო ინვესტორები, რომლებიც ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციისთვის იყენებენ, ძვირფას ლითონებში სულ უფრო მეტ კაპიტალს აბანდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ Goldman Sachs-ის პროგნოზი უოლ-სტრიტზე ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტურია, სხვა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებიც, მათ შორის Morgan Stanley, Citi და JPMorgan Chase-ი, Aurum-თან მიმართებით ასევე პოზიტიურ მოლოდინებს ინარჩუნებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები